შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიმართ გამოჩენილი წინასწარგანზრახული უსამართლობა ცხადად მეტყველებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 08 ივლისი 2026, 16:22

ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს.

,,ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად.

ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ორგანიზაციების ქსელი, რომლებიც მშვიდობის, თანხმობის და თანამშრომლობის ხელშემწყობები უნდა ყოფილიყვნენ, დღეს, ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში, კონფლიქტების წაქეზების და პოლიტიკური შურისძიების არენად იქცნენ.

საქართველოს მიმართ გამოჩენილი წინასწარგანზრახული უსამართლობა ცხადად მეტყველებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი
ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტრამპი: გარკვეული ინტერესი გვაქვს უკრაინის მიმართ, რადგან იქ გვაქვს მიწა, ასევე სასარგებლო წიაღისეული - ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იშვიათი ლითონების მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
არქივი