აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 08 ივლისი 2026, 17:30

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, კიევს Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზია მისცეს.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ არის ის, რომ მოგცეთ ლიცენზიას, რათა Patriot-ის ტიპის რაკეტები თავად აწარმოოთ. შესაბამისად, ის [ზელენსკი] აღარ იტყვის, რომ ჩვენ მას საკმარის რაოდენობას არ ვაძლევთ. თავად აწარმოეთ“, - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა ევროპაში Patriot-ების სავარაუდო წარმოების შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს არის თავდაცვითი იარაღი, რომელიც მას შეტევით იარაღზე უფრო მეტად უყვარს. მისი თქმით, ევროპაში აღნიშნული რაკეტების წარმოების საკითხი განიხილება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი
ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტრამპი: გარკვეული ინტერესი გვაქვს უკრაინის მიმართ, რადგან იქ გვაქვს მიწა, ასევე სასარგებლო წიაღისეული - ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იშვიათი ლითონების მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
არქივი