თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 08 ივლისი 2026, 20:47

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 19 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე, საზაფხულო საძოვრების ტერიტორიაზე, ბრალდებულმა საძოვრებთან დაკავშირებული დავის გამო, ძმებს, მათივე ოჯახის წევრების თანდასწრებით, მოკვლის განზრახვით არაერთხელ ესროლა მისივე მამის კუთვნილი იარაღიდან, რა დროსაც ერთმა ძმამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხოლო მეორე მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებით, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენით ბრალდებულის ქმედება გადაკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 120-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 6 თვის ვადით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კულტურის სამინისტროს პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
ირაკლი კობახიძე: ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს
ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტრამპი: გარკვეული ინტერესი გვაქვს უკრაინის მიმართ, რადგან იქ გვაქვს მიწა, ასევე სასარგებლო წიაღისეული - ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იშვიათი ლითონების მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
არქივი