ბაჩო ოდიშარია: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება - დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 08 ივლისი 2026, 21:01

თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალებით თანამედროვე ქართულ კულტურას დიდი პოეტი დააკლდა.

„მისი ლექსები არის ჯაზი, ფონეტიკური სილაღე, ბავშვური ცელქობა, დიადი სიყვარულის მათრობელი ვნება, ცხელ ზაფხულში ცივი ლუდი და სუსხიან ზამთარში ტორფიანი ვისკი. დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა, თანამედროვე ქართულ კულტურას კოლოსი დააკლდა“, - წერს ოდიშარია.

ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანუკა ჟორჟოლიანი - „რეფორმატორთა საბჭო" შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად - - სააკაშვილმა გადაწყვიტა, ბრძოლაში მყოფებს უთხრას: ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, ამას გაძლევთ, რეფორმები განვახორციელოთ პარტიაში და შემდეგ ბრძოლაში გამოიყენეთ
დავით ქართველიშვილი: დღევანდელი ანკარა ორ გზას შორის არჩევანს ჰგავს - ერთი გზა მსოფლიოს შემდგომ მილიტარიზაციამდე მიდის, მეორე - დერეფნების მშენებლობისკენ. პირველი ქმნის ახალ გამყოფ ხაზებს, მეორე კი ახალ დამაკავშირებელ ხიდებს
„ნაცმოძრაობის“ ყრილობა ივლისის ბოლოს ჩაინიშნება
ჯაბა ხუბუა: როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია, რადგან ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა
დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათ***ები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო. სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება
არქივი