45
08 ივლისი 2026, 21:16
კულტურის სამინისტროს პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო.
ტარიელ ჭანტურიას პოეზია და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობა ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მისი გარდაცვალებით ქართულმა ლიტერატურამ გამორჩეული პოეტი, საზოგადოებამ კი, ღირსეული ადამიანი და მოქალაქე დაკარგა.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ტარიელის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს სამძიმრის წერილში.
ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |