კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო – ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 08 ივლისი 2026, 23:02

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.

„საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ ლამარიას მონასტერთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ისინი არაფერს გულშემატკივრობენ რაც კი წარმატებასთან არის ასოცირებული, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 32 პირს ბრალდება წარუდგინა
გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს” წევრები საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნეს, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს
კულტურის სამინისტროს პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
ირაკლი კობახიძე: ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს
არქივი