ლევან მაჭავარიანი: კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი ჩვენსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურ თანხვედრას იდეოლოგიურ ნაწილში, ჩვენს შეფასებებში, იგივე ევრობიუროკრატების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 09 ივლისი 2026, 00:16

ჩვენ კონტაქტი ყველასთან გვაქვს და მით უმეტეს ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იდეოლოგიურ თანხვედრაში არიან ჩვენთან. ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი ჩვენსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურ თანხვედრას ღირებულებების, იდეოლოგიურ ნაწილში, ჩვენს შეფასებებში, იგივე ევრობიუროკრატების მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, რასაც „ქართული ოცნება“ ევრობიუროკრატებზე საუბრობს, ანალოგიური აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახა. მაჭავარიანის განმარტებით, მათთან სრული თანხვედრაა უკრაინაში ომთან დაკავშირებით, გარე ჩარევებზე და სხვა საკითხებში.

„შესაბამისად, სრული თანხვედრაა და ამიტომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყება. პირველ რიგში გამოვყოფდი ღირებულებით ნაწილში თანხვედრას. ვისაც სურს მშვიდობა და არ უნდა ომი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ასეთთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ვისურვებდით, ნებისმიერ ქვეყანაში მმართველი პარტია იქნება თუ ხელისუფლება ყველა ამ იდეოლოგიით გამოდიოდეს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს
ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ისინი არაფერს გულშემატკივრობენ რაც კი წარმატებასთან არის ასოცირებული, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 32 პირს ბრალდება წარუდგინა
გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს” წევრები საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნეს, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო – ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს
არქივი