გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ დამოუკიდებელ რეფორმატორთა ჯგუფზე: როგორც არ უნდა გადასხდნენ, სტრუქტურა, კონფიგურაცია შეიცვალონ, არსი, შინაარსი არ იცვლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 09 ივლისი 2026, 15:17

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სააკაშვილის მიერ „ნაციონალურ მოძრაობაში" დამოუკიდებელ რეფორმატორთა ჯგუფის დაფუძნების გეგმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რაც არ უნდა შეცვალოს „ნაციონალურმა მოძრაობამ" მათი შინაარსი არ იცვლება.

„იგავ-არაკივით არის, როგორც არ უნდა გადასხდნენ, სტრუქტურა, კონფიგურაცია შეიცვალონ, არსი, შინაარსი არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და უამრავი ასეთი ფრთიანი ფრაზა შეიძლება მოვიტანოთ ამასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტია არ ვიქნებით, ვიქნებით რაღაც რეფორმების საბჭო, ისეთივე, როგორიც უკრაინაში იყო, რომელსაც სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში და პრობლემების მეტი უკრაინისთვის არაფერი მოუტანია. რა საკვირველია, არც თავის ქვეყანას დააკლო არასდროს ნეგატიური გავლენები",- განაცხადა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი