მოსამართლე კობა ჩაგუნავა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ ნიკოლოზ დარსანიას: შეფასება და კრიტიკული აზრი ამას ვერ დაერქმევა, გამომდინარე იქიდან რომ ეს არ არის კრიტიკული აზრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 09 ივლისი 2026, 16:38

შეფასება და კრიტიკული აზრი ამას ვერ დაერქმევა, გამომდინარე იქიდან რომ ეს არ არის კრიტიკული აზრი, - ასე მიმართა მოსამართლე კობა ჩაგუნავა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ ნიკოლოზ დარსანიას, რომელმაც მოსამართლე გიორგი გელაშვილს საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა.

„სამართლებრივად ან ნებისმიერი სხვა ფორმით, სხვისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება თუ თავდადებად, თავგანწირვად, გმირობად ან თუ გინდათ ბრძოლის მეთოდად მიაჩნია ვინმეს და სწორია, ეს მიუღებელია იმ საზოგადოებისთვის სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. არამც და არამც ეს ჩვენ კულტურას, არც ჩვენს წარსულს და ადათს არ შეეფერება, რომ სხვას მივაყენოთ შეურაცხყოფა.

…მიაყენოს სხვას შეურაცხყოფა, ალბათ, ეს მიაჩნია მომავლად ქვეყნის უკეთესობისკენ. არ ვიცი, შეურაცხყოფის მიყენებით, ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ, მე ვიღებ გადაწყვეტილებას ფაქტების შეფასების შედეგად. ამ მუხლის პირველი შემთხვევაა, ისე წარსულში იკვეთება სხვა დარღვევები, სხვადასხვა სახის. ვინაიდან პირველი შემთხვევაა, ზღვარი გადის 50/50ზე პატიმრობისა და ჯარიმის სახდელის დაკისრებას შორის. ამ შემთხვევაში ვინაიდან ეს პირველი შემთხვევაა, სასამართლო მიიღებს საჯარიმო სანქციას, თუმცა, გამეორების შემთხვევაში შემდეგ შეაფასებს სასამართლო“, - განაცხადა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი