ჯო უილსონის რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ კითხვის ნიშანი გააჩინა და არაღიარებისკენ მოუწოდა ხელისუფლების 2024 წლის არჩევნების შედეგებთან მიმართებით, რაც ეუთომ შეაფასა, როგორც ჩატარებული არჩევნები და „მოსკოვის მექანიზმის“, რომელიც ამ დიდი სცენარის ერთი კომპონენტი იყო საქართველოს წინააღმდეგ, „მოსკოვის მექანიზმია“ ამოსავალი წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმიც“ კი დამახინჯებულად იქანა ინტერპრეტირებული ამ რეზოლუციაში. ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა და ამას ხედავენ კოლეგები ეუთოს წევრ სახელმწიფოებში, მათ შრის პოსტ საბჭოთა ბლოკის სახელმწიფოები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები.
„ეუთო, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, აღარ საუბრობს საქართველოსთან მიმართებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ბორდერიზაციაზე რა ხდება, როგორ მწვავდება ფონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველოში თავისუფალი მედია იზღუდება და რომ თითქოს დემონსტრაციებს კრძალავს ვინმე.
ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ ჩვენ მოვისმინეთ ნიდერლანდების დელეგაციის ხელმძღვანელისგან სადამკვირვებლო მისიის შეფასება სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჰააგის დეკლარაციაში დაიგმო ორი წლის წინ საქართველოში ჩატარებული არჩევნები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული დასკვნები“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს არის ეუთოს დასუსტების და საბოლოო ჯამში გაქრობის ძალიან აშკარა მცდელობა.
„ეუთო იყო ბოლო ბასტიონი ჩვენი რადიკალებისთვის და მათი ლობისტებისთვის, რომლებიც საკუთარ დელეგაციას აყენებენ უხერხულ მდგომარეობაში. ეუთოს ინსტრუმენტალიზაციის ისეთი მასშტაბი იყო, რომ თვალნათლივ ვიხილეთ და მოვისმინეთ კულისებს მიღმა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ ორმაგი სტანდარტი გამოიყენება საქართველოსთან მიმართებით“, - განმარტა ბითაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |