თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც საქმე გვაქვს მძიმე შეურაცხყოფასთან, ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 09 ივლისი 2026, 18:27

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაავლო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა მეორე მხრივ, სხვათა უფლებების დაცვას შორის. თქვა, რომ როდესაც საქმე გვაქვს მძიმე შეურაცხყოფასთან, ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ყველანაირი ლეგიტიმური უფლება, პოზიტიური ვალდებულებაც, გაატაროს სათანადო ზომები“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა. ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას.სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ
მაია ბითაძე: ჯო უილსონი ბოროტად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებას, ემუქრება წევრი სახელმწიფოს დელეგაციას
2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, პროკურატურა ორ პირს ბრალდებას წარუდგენს
მაია ბითაძე: ეუთო, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, აღარ საუბრობს საქართველოსთან მიმართებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება
არქივი