200-ლარიანი დახმარების მისაღებად daxmareba.moh.gov.ge-ზე უკვე დარეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
480 26 აგვისტო 2020, 09:59

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გრძელდება.  

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა პირველი სექტემბრიდან დაიწყება.

ამასთან, საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, – შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მონაწილეობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეკლა გერსამია ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო - მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შსს - აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, სადიგოვი დაკავებულია საქმის დროულად განხილვის მიზნით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბანში ცხოველური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ში ირანის რევოლუციური გვარდიის გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება
არქივი