გია ვოსლკი - უტიფრობაა, როცა გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1363 26 აგვისტო 2020, 20:09

„სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც არაფერი გაუკეთებია არც ბავშვებისათვის, არც სოციალურ პაკეტის შესაქმნელად“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი Facebook-ზე წერს.

„ახლახან მოვისმინეთ გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებების საუკეთესო შეფასებით. ამასთანავე ბევრმა არც იცის, რომ ანგარიშში მოყვანილ მაჩვენებლების გარდა:

სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვები, 16 წლის ჩათვლით, ყოველთვიურად, შემწეობასთან ერთად იღებენ 50 ლარს (ასეთი 160 ათასზე მეტი ბავშვია); იმ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ სიკვდილობა ჭარბობს შობადობას, ყოველი მესამე და შემდგომი ორ წლამდე ბავშვი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით ფინანსდება, ხოლო 200 ლარის ოდენობით მაღალთიან რეგიონში.

ამასთანავე პირველ და მეორე ბავშვზეც გაიცემა 100 ლარი ყოველთვიურად; მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ოთხი და მეტი შვილით, სახელმწიფოს მხრიდნ სარგებლობენ ელექტროენერგიის სუფსიდირების პროგრამით; მშობიარობას სახელმწიფო აფინანსებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დახმარების პაკეტის ზრდა განხორციელდა ორ ეტაპად: მიმდინარე წლის იანვრიდან 200 ლარიდან 220 ლარამდე, ხოლო ივლისიდან 220 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთანავე, სახელმწიფო აფინანსებს ასეთი ბავშვების დღის ცენტრებს; უფასო გახდა საბავშვო ბაღები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვების რაციონი.

კვების რაციონის გარეშე არ დარჩენილან ბავშვები, როდესაც პანდებმიის გამო საბავშვო ბაღები დაიკეტა; აბორტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა; ათასობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს, მათ შორის ახალგაზრდები, თუნდაც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამით.

სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილობრივი დახასიათებისთვის ამ ყველაფერს დაუმატეთ მკურნალობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის და საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება;

არავინ ამბობს, რომ ზოგადად კარგი მდგომარეობაა, მაგრამ უტიფრობაა, სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ არც ბავშვებისათვის, არც სოციალურ პაკეტის შესაქმნელად.

თითქმის არც ერთი ზემოთ ხსენებული პროგრამა ან საერთოდ არ მოქმედებდა ან უმნიშვნელო იყო. ხელისუფლებიდან წასულებმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონნახევარზე მეტი და შვილების ჯანმრთელობის გადასარჩენად იპოთეკით დაზარალებული ათასობით ადამიანი დატოვეს“, - წერს გიორგი ვოლსკი.

გაეროს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკროსიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა. UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი