კარლ ჰარცელი - „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს თუ შეუძლია არჩევნებზე მუქარის და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს, მისასალმებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1003 31 აგვისტო 2020, 12:56

ამ კანონს თუ შეუძლია მუქარის და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს, მაშინ ეს მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ჩვენ დისკუსიების დროს არაერთხელ განვაცხადეთ სურვილი, რომ საარჩევნო კოდექსის ფარგლებში გაკეთდეს ყველაფერი, რომ მუქარის და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს. თუ ამ კანონს შეუძლია ამ მხრივ დახმარება, მაშინ ეს მისასალმებელია. ეს კანონი უნდა ამოქმედდეს მტკიცედ და მიუკერძოებლად“, – განაცხადა ჰარცელმა.

პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი