"ლელო" -ს მორიგი აქცია ქუთაისში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1123 31 აგვისტო 2020, 13:13

ქუთაისში 8 აგვისტოს მემორიალთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა და იმერეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ანა ნაცვლიშვილმა, თორნიკე ართქმელაძემ და ანა ბიბილაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

„ლელოს“ ლიდერებმა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და დაიწყონ „პატრიოტთა ალიანსის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პროცედურა.

„საჩქაროდ დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ შეუწყდეს უფლებამოსილება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ვინაიდან ეს ძალა არის არაკონსტიტუციური ძალა. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს პოლიტიკურ ძალას რომლის საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და აღვივებს შუღლს სხვადასხვა ჯგუფებს შორის და თიშავს საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთისგან, ეს ძალა არის არაკონსტიტუციური. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტის დეპუტატების კონკრეტულ რაოდენობას აქვს ეს უფლებამოსილება. ჩვენ, სამწუხაროდ ამის უფლებას კანონი არ გვაძლევს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი