სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის ნომერი მეორე პარტია, თუმცა 12% აქვს სააკაშვილს საქართველოში-ირაკლი კობახიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1123 31 აგვისტო 2020, 14:49
სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის ნომერი მეორე პარტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად არეულია.

„რაც შეეხება მათ საარჩევნო აგიტაციას - ყველანაირად, თავიდან ბოლომდე, არეულები არიან, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ სავარაუდოდ, ისინი 12%-საც ვერ მიიღებენ არჩევნებზე, რაც ბუნებრივია, ძალიან კარგი იქნება ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც ის სამშობლოში დაბრუნებაზე საუბრობს, კობახიძის თქმით, მისთვის ეს განცხადება ღიმილის მომგვრელი იყო და სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე სერიოზული კომენტარი არ ღირს. თქვენ ნახავდით მის ჩანაწერს და აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ის ტექსტი, რომლითაც გამოვიდა საკუთარი მხარდამჭერების წინაშე. არანაირი რესურსი არც სააკაშვილს და არც ვარშალომიძეს არ აქვს. 12% აქვს საქართველოში სააკაშვილს და 12% აქვს ვარშალომიძეს აჭარაში, ეს არის მისი რესურსი არჩევნებში, მეტი არაფერი. სამწუხაროდ, მათ ჯერ კიდევ მეორე ადგილი აქვთ რეიტინგში, თუმცა 12% გვაძლევს იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ისინი თუნდაც ერთნიშნა მაჩვენებლით გამოვიდნენ ამ საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი