"ქართული ოცნების" ლიდერებმა აგარაში სამაცივრე საწარმო „გლენბერი" დაათვალიერეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1173 03 სექტემბერი 2020, 21:53

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დუგლაძესთან ერთად აგარაში სამაცივრე საწარმო „გლენბერი" დაათვალიერეს.  

მათივე ცნობით, საწარმოს საქმიანობისა და განხორციელებული ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების" ლიდერებს შპს „გლენბერის" დირექტორმა რაფაელ მაღალაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, საწარმო 2018 წელს გაიხსნა, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამურად 10 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 600 000 ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული გრანტია.

„თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის გაყინვა და მზა სახით რეალიზაცია, ასევე, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაცია. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისა და მწარმოებლებისგან ყიდულობს, ასევე, ფლობს საკუთარ სათბურებსაც. „ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საწარმოში როგორც სეზონურად, ასევე მუდმივად, ჯამში 135 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აშშ-სა და ისრაელში ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი