ნაციონალური მოძრაობა საარჩევნოდ ოთხ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
907 15 სექტემბერი 2020, 14:10
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარალამენტო ბლოკში მხოლოდ 4 ოპოზიციური პარტია ერთიანდება, ესენია: რესპუბლიკური პარტია, ევროპული დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება და სახელმწიფო ხალხისთვის. ბლოკის სახელწოდებაა "ძალა ერთობაშია". 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, გაერთიანება საერთო ღირებულებებისა და იდეოლოგიის საფუძველზე ჩამოყალიბდა. 

"2018 წელს, როდესაც შეიქმნა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია, ეს ოპოზიციური გაერთიანება ჩამოყალიბდა, ღირებულებების და საერთო იდეოლოგიის საფუძველზე. საერთო იდეოლოგია და ღირებულებები იყო, უპირობო პროდასავლურობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ადამიანის პირობების უპირობო დაცვა. სწორედ ამან მოუტანა 2018 წელს წარმატება, ჩვენ გაერთიანებას და თქვენ გახსოვთ რა გაყალბებაზე მოუწია ხელისუფლებას წასვლა, რომ თავისი სასურველი კანდიდატი ათონელზე შეეტანა.

რაც შეეხება დღევანდელ პარტიებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ, მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათაც ის მიზნები აქვთ, რაც ჰქონდათ იმ პარტიებს, რომლებიც 2018 წლიდან იყვნენ პარტიაში".-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი