Edison Research-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად დავით ბაქრაძეს 25% ისურვებდა, გიორგი ვაშაძეს-19%, გრიგოლ ვაშაძეს-18%, მიხეილ სააკაშვილს-15%
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
958 15 სექტემბერი 2020, 22:23
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 25% ფიქრობს, რომ ოპოზიციის კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე უნდა იყოს.

კითხვაზე, თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, პასუხები შედეგების მიხედვით ასე ნაწილდება:

დავით ბაქრაძე - 25%; გიორგი ვაშაძე - 19%; გრიგოლ ვაშაძე - 18%; მიხეილ სააკაშვილი - 15%;

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა „ქართული ოცნების“, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასე მოსახლეობის 57% ფიქრობს.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი