ვხედავთ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა დაიცვას ოქროს შუალედი - ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების შეკავებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს შორის-გია აბაშიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1213 15 ოქტომბერი 2020, 15:35
ვხედავთ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა დაიცვას ოქროს შუალედი - ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების შეკავებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს შორის-ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

"ნაცოპოზიცია და მისი ვასალები ცდილობენ, რომ დათესონ პანიკა, მოითხოვენ არჩევნების გადადებას, იგონებენ ათას მავნებლურ ტყუილებს და ა.შ. ამ სექტის ჩვეული სტრატეგიაა.
საზოგადოებამ კი იცის, რომ მოულოდნელი გლობალური პანდემიის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ სწორი ტაქტიკა აირჩია და წარმატებით მართა/მართავს პანდემია (ს).
ეს იყო პირველი ეტაპი, როდესაც მსოფლიოში არ არსებობდა მკურნალობისა და ვირუსის მართვის გამოცდილება და ჩვენ მკაცრი 'ლოქდაუნის' მიღება დაგვჭირდა, რომ საქართველო ახალ ვირუსს წარმატებით გამკლავებოდა. არც ოფიციალურ პირებს და არც მედიკოსებს არასოდეს უთქვამთ, რომ ინფიცირებულთა მატება არ იქნებოდა! გაიხსენეთ მეორე, მესამე ტალღებზე მათი პროგნოზები.
სამწუხაროდ, მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცის ზუსტი პერიოდი, თუ როდის შევძლებთ პანდემიის დამარცხებას.
ამავდროულად დღეს, ქვეყანას უკვე დაუგროვდა ვირუსის მართვის გამოცდილება, მობილიზებულია შესაბამისი რესურსები და მოწყობილია ინფრასტრუქტურა.
აქედან გამომდინარე, იმ ტიპის შეზღუდვები, როგორიც ადრეულ ეტაპზე იყო შემოღებული, ვეღარ დაწესდება. ქართული ეკონომიკის გარე სამყაროსგან განუსაზღვრელი პერიოდით იზოლირება შეუძლებელია. ასე იქცევიან მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც, სადაც კორონავირუსის მატება გაცილებით მეტია.
ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, მაქსიმალურად დავიცვათ წესები ვიდრე პანდემია დასრულდება. ამ პროცესში სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და მოქალაქეებს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
"კორონა არა ისა. არ მჯერა, 5G, დაჩიპვაზე" და მსგავსი სულელური ნარატივების ავტორებზე უკომენტაროდ!
ვხედავთ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა დაიცვას ოქროს შუალედი - ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების შეკავებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს შორის. ამავდროულად სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ არსებული წესების დაცვის კუთხით ეფექტიანი კონტროლი განახორციელოს.
კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მართლაც იქცა ერთ-ერთ სამაგალითო სახელმწიფოდ, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს ('დასერჩეთ' ინტერნეტი).
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ასევე ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იქნება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პირველი დაძლევს პანდემიით გამოწვეულ კრიზისს და სწრაფად გადავა ეკონომიკური განვითარების რელსებზე."-წერს ანალიტიკოსი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
ნიკა ობოლაძე: არსებობს ორი ბოლომდე - ერთი, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ და ივანიშვილს მოვაშორებთ, მე ეს მეჩვენება თითქმის შეუძლებლად და არსებობს მეორე ბოლომდე, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ის ბოლომდე გავა და გაგვანადგურებს ჩვენ ყველას - ივანიშვილი უფრო ახლოს არის მიზანთან, ვიდრე ჩვენ
ნიკა ობოლაძე - თუ ვამბოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაშინ გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რეალობის აღქმა გვიჭირს და რეალობაა ის, რომ საქართველოს ჰყავს ფაქტობრივი და ქმედითი ხელისუფლება
სიცრუეზე და უსამართლობაზე აგებულ ამ განცხადებაში, Transparency International Georgia საკუთარ თავს ეწინააღმდეგება
„ტვ პირველს“: მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი, ეგ პროპაგანდა გულს თუ მოგფხანთ თქვენ, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეები აგებენ პასუხს
არქივი