კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
897 31 ოქტომბერი 2020, 20:22
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანამებრძოლს, - ამის შესახებ კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი თანაგუნდელებისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ გამარჯვებას გისურვებთ. ხვალიდან ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობას არცერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა, არ მიეცემა ის ბოროტება, რაც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს დავამარცხეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში 3 657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი (38 ქვეყანა) ფუნქციონირებდა.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათ შორის საზღვარგარეთ - 14 170.

„საარჩევნო კოდექსის” თანახმად, კენჭისყრის დასრულების დროს რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. შესაბამისად, ამჟამად, კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი