გიგა ბოკერია - ოპოზიციის შეხვედრები და სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული ახალი არჩევნები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1241 21 ნოემბერი 2020, 17:30

„ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი პარტნიორებისთვის დათმობა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, -ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რა არის დათმობის ზღვარი – ეს არის ხელახალი არჩევნები, დათმობა შეიძლება იყოს „ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი პარტნიორებისთვის ვადამდელი არჩევნები. ამ ქოლგის ქვეშ არის მოთხოვნების მთელი წყება, რა უნდა შეიცვალოს; ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე, მარტო ცესკო-ს თავმჯდომარე არა, მთელი სტრუქტურის შეცვლაა საჭირო, რომ შემცირდეს რისკები, რათა ნორმალური იყოს ის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი კობახიძის დღებნადელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიცრუეა, თითქოს ოპოზიციამ 2016 წელსაც ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს.

„კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რაც კობახიძემ თქვა, ეს პირველად არ ხდებაო, წინა საპარლამენტო არჩევნებზეც, 2016 წელს არ მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამო. ეს იყო სიცრუე, ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღო ყველა მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ცუდი არჩევნები, ბინძური არასამართლიანი და არათანაბარი პოლიტიკური თამაშის წესებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, გაგრძელდება აქციები და ოპოზიციის შეხვედრები.

„გაგრძელდება ოპოზიციის შეხვედრები, სამოქალაქო პროტესტიც სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ინტენსივობით, ვიდრე არ იქნება მიღწეული ეს ამოცანა – ახალი არჩევნები. აქციები აუცილებელია. ეს არის ყველაზე ბუნებრივი გამოვლინება საზოგადოების მხრიდან ამ სამარცხვინო თამაშის წესების მიუღებლობის, რასაც ივანიშვილი თავს გვახვევს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი