დავით ჭიჭინაძე - ე.წ. გადალახულებზე და გადაულახავებზე საუბარიც არასწორია, რადგან ესეც ირიბი აღიარებაა იმ მონაცემების, რასაც „ოცნება“ აცხადებს, მით უმეტეს, როდესაც ელჩები სამწუხაროდ შუამავლები კი არა, მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
881 08 დეკემბერი 2020, 17:56

ე.წ. გადალახულებზე და გადაულახავებზე საუბარიც არასწორია, რადგან ესეც ირიბი აღიარებაა იმ მონაცემების, რასაც „ოცნება“ აცხადებს, მით უმეტეს, როდესაც ელჩები სამწუხაროდ შუამავლები კი არა, მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ, – ამის შესახებ პარტია „ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ფეისბუქში“ წერს.

„ვინც დღეს ფულზე გაიყიდება, ვინც „ოცნების“ ქმედებაში, შესაბამისად ხალხის მოტყუებაში პოზიტივს ხედავს და „ოცნების“ მხარდაჭერას ცდილობს, იმ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის!

აბა, მორალურად და იდეოლოგიურად ივანიშვილის მიტაცებულ პარლამენტში შესვლა რატომ უნდა მოგინდეს?!

ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ელჩებთან შეხვედრას უნდა ესწრებოდეს ოპოზიცია სრული შემადგენლობით და მედია, ხალხის ზურგსუკან და დახურულ კარს მიღმა რომ არ მოხდეს მოლაპარაკება და გარიგება.

ე.წ. გადალახულებზე და გადაულახავებზე საუბარიც არასწორია, რადგან ესეც ირიბი აღიარებაა იმ მონაცემების, რასაც „ოცნება“ აცხადებს.

მით უმეტეს მაშინ, როდესაც ელჩები, სამწუხაროდ, შუამავლები კი არა მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ“, – წერს დავით ჭიჭინაძე „ფეისბუქში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი