იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამნისტია 37 350-მდე ჯარიმას შეეხება. მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხული საურავებიც ჩამოეწერებათ.
ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით
(დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ
სამართალდარღვევაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრ
თეა
წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას,
რომ ეს ადამიანები გათავისუფლებულიყვნენ ძალიან დიდი
ფინანსური ტვირთისგან.
„აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ჩვენს აღმასრულებლებს იმ ადამიანების
შეწუხება უწევთ, რომელთაც ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ. ყოველდღიურ რეჟიმში ახსენებენ,
გადაიხადე ესა თუ ის თანხა. ამ კანონით, ეს წნეხი მოხსნილია. 37 000-ზე მეტი ადამიანია
და მთლიანი ფინანსური ტვირთი, რომელიც მოიხსნება, არის 23 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენ
დავიწყებთ ამ საქმეების დახურვას და თითოეულ მათგანს ამის შესახებ უკვე აღსრულების
ბიურო უმოკლეს დროში აცნობებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |