300-ლარიანი დახმარების მისაღებად ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს იწურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 28 დეკემბერი 2020, 14:50

300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 24 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს, 28 დეკემბერს იწურება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან მოქალაქეებს განაცხადების რეგისტრაციის პროცესში. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ კომპანიებს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით 121 647 განაცხადი არის რეგისტრირებული.

ამასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან.

https://eservices.rs.ge.

ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეკლა გერსამია ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო - მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შსს - აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, სადიგოვი დაკავებულია საქმის დროულად განხილვის მიზნით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბანში ცხოველური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ში ირანის რევოლუციური გვარდიის გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება
არქივი