დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ყოფილ კოვიდპაციენტებს „ბუნებრივი იმუნიტეტი“ ხუთი თვის მანძლზე აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
309 14 იანვარი 2021, 10:11

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მინიმუმ ხუთი თვის განმავლობაში აქვთ, - ამის შესახებ „ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის პირველადი შედეგების თანახმად, იმ ადამიანების ხელახლად დაინფიცირების შანსი, რომლებსაც კოვიდ 19-ის ანტისხეულები აქვთ, ძალიან დაბალია. კერძოდ, კვლევაში ჩართული 6 614 ადამიანიდან, რომელსაც ვირუსი გადატანილი ჰქონდა, ხელმეორედ მხოლოდ 44 დაინფიცირდა.

ამასთან, კვლევის ავტორი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანები, რომლებმაც ინფექცია გადაიტანეს და  „ბუნებრივი იმუნიტეტი“ გამოუმუშავდათ, შესაძლოა, ვირუსის მატარებლები და გამავრცელებლები მაინც იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ კვლევა, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულ ანტისხეულებზე ან იმუნურ რეაქციაზე არ ჩატარებულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თეთრის სახლის მრჩეველი სტივენ მილერი: NGO-ები უზომოდ მდიდრდებიან, ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები. ეს სამარცხვინოა
ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა, მათ შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა
პროტესტი უკვე ევროკავშირშიც ფიქსირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ
არქივი