837
01 დეკემბერი 2019, 13:35
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფერწერული ტილოები მუზეუმების მფლობელობაშია და როგორც წესი, ისინი არ იყიდება. თუმცა, კერძო კოლექციონერთა და კერძო პირთა მფლობელობაშია უდიდეს მხატვართა შედევრები, რომლებსაც აუქციონებზე გასაყიდად გამოტანილს შეხვდებით. ეს ნახატები კოლოსალურ ფასად იყიდება და ყოველ წელს ასობით ნახატი ემატება კოლექციონერთა განთქმულ კოლექციებს, რომელთა გასამდიდრებლადაც მილიონობით დოლარი იხარჯება.
გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებს, Christie’s და Sotheby's აუქციონებზე გაყიდულ შედევრებს, რომლებშიც გადახდილი თანხის რეკორდი ჯერჯერობით არ მოხსნილა. აღსანიშნავია, ისიც, რომ ყველაზე გაყიდვად მხატვრად დღემდე რჩება პაბლო პიკასო.
ყველაზე ძვირადღირებული შედევრია ლეონარდი და ვინჩის “სამყაროს გადამრჩენი“, რომელიც დიდმა მხატვარმა ლუდოვიკო XII-ის შეკვეთით შექმნა. ნახატი კარგა ხანს დაკარგულად ითვლებოდა და 2017 წელს ის Christie’s აუქციონზე რუსმა მილიარდელმა დიმიტრი რიბოლავლევმა გაყიდა. ნახატი 450,3 მლნ დოლარად შეიძინა მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდმა - საუდის არაბეთის პრინცმა, მეფე სალმანის ვაჟმა.

250 მლნ დოლარად შეფასდა პოლ სეზანის „ბანქოს მოთამაშეები“. დღეისთვის ნახატის ხუთი ვარიანტი არსებობს და ეს ერთი ყველაზე ძვირი ნახატების სიაშია.

„ალჟირელი ქალები“ პაბლო პოკასოსთვის საყვარელი სერია 15 ნახატს მოიცავს. ამჟამად, ნახატები სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერების მფლობელობაშია. Christie’s აუქციონზე ის 179,3 მლნ დოლარად ჰამად ბენ ჯასიმ ბენ ჯაბერ ალი ტანიმ შეიძინა. ის ყატარის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეტა მინისტრი იყო.

იტალიელი მხატვრის ამადეო მოდილიანის „ნიუ“ 170 მლნ დოლარად Christie’s აუქციონზე გაიყიდა, მყიდველი უცნობია.

ინგლისელი მხატვრის, ექსპრესიონისტის ფრენსის ბეკონის ტრიპტიხი, რომელიც მან ლუსიენ ფროიდს, ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილს მიუძღვნა, 142 მილიონ 400 ათას დოლარად გაიყიდა Christie’s აუქციონზე.

ჯექსონ პოლაკის 140 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული “No. 5, 1948“-ია - 2006 წელს გაიყიდა „სოთბის“ აუქციონზე და დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად ითვლება. პოლაკის ნახატების არსი ტილოზე საღებავების უწესრიგოდ მიმოსხმაში მდგომარეობს, ნახატს ფუნჯი არ ეკარება. ამ მიმდინარეობას „ჩამოსასხმელი ტექნიკა“ ეწოდება და მისი ავტორი, თავად ჯექსონ პოლაკია.

უილიამ დე კუნინგის „ქალი III“ 137,5 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს. დე კუნინგი პოლ პოლაკის მეგობარი და თანამედროვე იყო. ნახატი მხატვრის სერიული კოლექციიდან ერთ-ერთია, კოლექცია ქალებს ეძღვნება.

გუსტავ კლიმტის „ადელ ბლოხ-ბაუერ-ის პორტრეტი “. 135 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ნახატი კლიმტის შედევრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, მას „ოქროს ადელ“-სა და „ავსტრიულ მონა ლიზა“ უწოდებენ. ნამუშევარი 1908 წლით თარიღდება და იგი ადელ ფერდინანდ ბლოხის მეუღლის შეკვეთითაა შესრულებული.

ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის „ყვირილი“ Sotheby's ნიუ იორკის აუქციონზე 119,9 მლნ დოლარად გაიყიდა.

115 მლნ დოლარად გაიყიდა პაბლო პიკასოს „გოგონა ყვავილების კალათით“ როკფელერების კოლექციიდან გამოიტანეს Christie’s აუქციონზე და შეიძინა ანონიმმა მყიდველმა. ტილო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში როკფელერის ბიბლიოთეკაში იყო გამოფენილი, 1905 წელს შეიქმნა და პიკასოს მხატვრობის ვარდისფერ პერიოდს მიეკუთვნება.

პაბლო პიკასოს ნახატი, მისი ცნობილი სერიიდან, რომელიც მის ერთ-ერთ სიყვარულს მარია-ტერეზა ვალტერს მიუღვნა. ნახატი გაიყიდა 106, 5 მლნ დოლარად ნიუ იორკის Christie’s აუქციონეს. იყიდა ანონიმმა მყიდველმა.

104,1 მლნ დოლარად გაყიდა Sotheby's ნიუ იორკის აუქციონმა „ბიჭი ჩიბუხით“ - პაბლო პიკასოს ანხატი, რომელიც მხატვარმა მონ მარტის საერთო საცხოვრებელში 24 წლისამ დახატა. ეს პერიოდი პიკასოს შემოქმედების ვარდისფერ ეპოქადაა მიჩნეული.

„დორა მაარი კატით“ პაბლო პიკასოს ნახატი, რომელზეც მისი საყვარელი ქალი და ნატურა, მხატვარი და ფოტოგრაფი დორა მაარია დახატული. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მის კოლექციაშია.

გუსტავ კლიმტის „ადელ ბლოხ-ბაუერ-ის პორტრეტი II“ განეკუთვნება. ნახატი 87,9 მილიონი დოლარი ღირს. ადელ ბლოხ-ბაუერი იყო ერთადერთი ქალი, რომელიც კლიმტმა ორჯერ გამოსახა თავის ტილოებზე.

კლოდ მონეა თავისი „ტბა წყლის ლილიებით“. ნახატის საწყისი ფასი 2008 წლის „კრისტი“-ს აუქციონზე 35-დან 47 მილიონ დოლარამდე იყო, მაგრამ ტილი 80,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |