ლევან ნიკოლეიშვილი: მელია ციხეში არ ჩაჯდება, ხოლო გირაოს თანხას სხვას გადაახდევინებს და "ქართულ ოცნებას" დააბრალებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1018 10 თებერვალი 2021, 16:59
ლევან ნიკოლეიშვილი: მელია ციხეში არ ჩაჯდება, ხოლო გირაოს თანხას სხვას გადაახდევინებს და ქართულ ოცნებას დააბრალებს ნიკა მელია არც გმირია და არც ციხეში წასვლა უნდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პარტიის თავმჯდომარე ახლა გახდა და პროცესებს ჩამოშორება მას პოლიტიკურად გაანადგურებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მელია ციხეში არ ჩაჯდება, ხოლო გირაოს თანხას სხვას გადაახდევინებს და იტყვის, რომ ოცნებას შეეშინდა და თანხა გადაუხადა, თუმცა ამას არავინ დაიჯერებს, ვინაიდან ანალოგია გვარამიას სახით სახეზეა ,,ნიკა მელია არც გმირია და არც ციხეში წასვლა უნდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პარტიის თავმჯდომარე ახლა გახდა და პროცესებს ჩამოშორება მას პოლიტიკურად გაანადგურებს, მით უმეტეს, ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ამ პარტიას, მით უმეტეს პერსონალურად მელიას და ეს ნაბიჯი ახლა მისი მხრიდან იქნება ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება. მელია ციხეში არ ჩაჯდება, ხოლო გირაოს თანხას სხვას გადაახდევინებს და ქართულ ოცნებას დააბრალებს. იტყვის, რომ ოცნებას შეეშინდა მისი დაჭერა და თანხა გადაუხადა. თუმცა ამას არავინ დაიჯერებს, ანალოგია ხელის გულზე გვაქვს, გვარამიას სახით“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი