ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პროკურორი და დე ფაქტო შს მინისტრი გაათავისუფლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 03 დეკემბერი 2019, 11:01
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა - სახალხო კრებამ თანამდებობებიდან გადააყენა დე ფაქტო გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა და მისი მოადგილე ესშოუ კაკალია.

თანამდებობიდან მათი გათავისუფლების წარდგინებით „სახალხო კრებას“ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 2 დეკემბერს მიმართა. იმავე საღამოს დე ფაქტო პარლამენტმა რიგგარეშე სხდომა მოიწვია და საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა. 

დე ფაქტო პროკურორის გათავისუფლების მიზეზად სოხუმში, ქალაქის ცენტრში დაახლოებით ორი კვირის წინ მომხდარი სამი ადამიანის მკვლელობა დასახელდა, რომელში ბრალდებულიც არ დაუკავებიათ. ამავე მიზეზით, 2 დეკემბერს რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა გარი არშბა.

22 ნოემბერს, სოხუმის ცენტრში მდებარე რესტორან „სან რემოში“ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის, რესტორნის ოფიციანტი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი