დავით ზალკალიანი - მინდა მოვუწოდო იმ ძალებს, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას მძევლად ჰყავს აყვანილი, ეყოთ გამბედაობა, ერთხელ მაინც გადადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
372 03 მარტი 2021, 21:55

შარლ მიშელთან შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის დამთავრებული იყო და ოპონენტებმა წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს იყო მათი ხელისუფლებაზე გამარჯვება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ძალიან ბევრი სპეკულაციებია ამ თემასთან დაკავშირებით და ამას ხელს უწყობენ ჩვენი ოპონენტები. მე ვიტყოდი, საკმაოდ არასერიოზული განცხადებებია ოპოზიციის მხრიდან. შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის დამთავრებული იყო და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს იყო მათი გამარჯვება ხელისუფლებაზე. ეს არავის გამარჯვება არ იქნება, ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმება იქნება ქვეყნის გამარჯვება და არა რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის. ეს მათი ტაქტიკაა და ამგვარ ხრიკებს ხშირად მიმართავენ

ჩვენთვის მთავარია, მოვძებნოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი. ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად არის, გამოიძებნოს დეესკალაციისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები. ძალიან კარგად ვიცით, რომ სერიოზული თემები განიხილება და არ არსებობს არც ერთი მოლაპარაკება, მათ შორის რთული მოლაპარაკება, რომელიც პირველსავე შეხვედრის დროს წყდება. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი განვითარდეს შემდგომ და ოპონენტების მხრიდან პროცესში ჩართვის მზაობა იყოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკება, რომელზეც წინაპირობით მიდიხარ, წარმატებული ვერ იქნება.

„არ შეიძლება მოლაპარაკებეზბე წინაპირობით მისვლა. წარმოუდგენელია ეს. ასეთი მოლაპარაკება წარმატებული ვერ იქნება, თუ შენ რაღაცა წინაპირობით მიდიხარ და ამბობ, რომ თუ ეს არ იქნება, შეთანხმებაც არ იქნება. სულ ცოტა ხნის წინ მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო მოწადინებული, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით კონკრეტული ქმედებები განხორციელებულიყო და ეს უკვე რეალობაა, პარლამენტში უკვე არის კანონპროექტი. ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა, რომ ადგილობრივი არჩევნების და  შემდგომ 2024-ის არჩევნების დროს ბარიერი დაიწიოს. „ქართულ ოცნებას“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არიან, საკმარისი ხმების მოგროვების რესურსი არ აქვთ, რომ ეს შესრულდეს. მათ კეთილი ნება და სურვილი თუ აქვთ, ზუსტად ეს არის შესაძლებლობა, რომ წამოვიდნენ კომპრომისზე და თუნდაც ამ ერთ თემაზე მოხდეს შეთანხმება, მაგრამ ამას სჭირდება ნება, გამბედაობა, შესვლა პარლამენტში და არა ბოიკოტირება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, გაითვალისწინონ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი გადადგან.

„არ არსებობს იმაზე მაღალი თანამდებობა, ვიდრე არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და როდესაც ის თავის თავზე იღებს ინიციატივას, რომ  ფასილიტაციიდან  გადავიდეს  მედიტაციაზე, ეს ხომ იმის ხაზგასმაა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია, ქვეყნის სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

მინდა მოვუწოდო იმ ძალებს, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას მძევლად ჰყავს აყვანილი, ეყოთ გამბედაობა, ერთხელ მაინც გადადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ხომ ხედავთ, როგორი რთული გეოპოლიტიკური გარემოა ჩვენ გარშემო. ვერ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, თუ ქვეყნის შიგნით არ იქნა ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლიდაცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი