რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც ბერა ივანიშვილს შეურაცხყოფისთვის ბოდიში ვიდეომიმართვაში მოუხადა, განმარტებებს ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 07 მარტი 2021, 13:58

რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც წლების წინ ბერა ივანიშვილს შეურაცხყოფის გამო ბოდიში ვიდეომიმართვაში მოუხადა, განმარტებებს ავრცელებს. რეპერი აღნიშნავს, რომ მიმართვა ვინმეს ძალადობით არ ჩაუწერია და ეს "TV პირველის" ეთერში მოყოლილ ძალადობასთან კავშირში არ ყოფილა.

"კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ ჩემი „ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რაც არის სრული ს ი ყ ა ლ ბ ე... საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით!" - წერს სოციალურ ქსელში ნოზაძე.

ის აცხადებს, რომ ვიდეომიმართვა არასრული სახით გავრცელდა:

"თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას როგორც გსურთს, სადამდე მიგიყვანთ ვერ ვხვდები! მე აქ ვარ და გეუბნებით რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე არც საზოგადოებას! სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით," - წერს რეპერი.

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი