ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
865 17 მარტი 2021, 21:52
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტს ეხმაურება.

„საქართველოს პრემიერ - მინისტრის გიორგი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დროული ვიზიტი დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან. ღია და კონსტრუქციული განხილვა მთელი რიგი საკითხებისა. როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონალური ვითარების, კოვიდის კრიზისის და რეფორმების გაგრძელებისა მკვეთრი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს და ყველა პარტიამ ერთად უნდა შეათანხმოს პოლიტიკური პროცესის წინ წაწევის გზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ს საშუამავლო ძალისხმევას, რომლებსაც ორი ბრწყინვალე დიპლომატი ხელმძღვანელობს“, - წერს ჯეიმს აპატურაი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი