გეგმური ტესტირებისას, გორის მე-11 საბავშვო ბაღის მზარეულს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც, ბაღმა დღეიდან ფუნქციონირებას შეწყვეტა და პერსონალი და აღსაზრდელები 12 დღით თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის მე-2 საჯარო სკოლაშიც. რეკომენდაციის საფუძველზე, აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლაა გადასული სრულად დისტანციურ რეჟიმზე - კირბალის და კარალეთის მე-2 სკოლა, რამდენიმე სკოლაში კი, ცალკეული კლასები გადაყვანილია სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.
შეგახსენებთ, კოვიდ 19-ით ინფიცირების ფაქტების გამო, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებში, გუშინ კიდევ სამი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |