200-ლარიანი კომპენსაციის მიღებისთვის განაცხადების წარდგენა 20 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
325 19 აპრილი 2021, 18:02

დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 203 375 განაცხადია დარეგისტრირებული, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, მარტის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 20 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (პირველი იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
თენგიზ შარმანაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე: ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. მოიყვანეს პარტიაში ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოიდგენ, რომ შეიძლება პოლიტიკის სფეროში რაიმეს რეფორმატორი იყოს
თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“
პრემიერ-მინისტრმა „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ანა ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებმა ციხეში ბაჩო ახალაია მოინახულეს
არქივი