283
21 აპრილი 2021, 15:40
2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Facebook-ზე წერს.
„პარტიისთვის დაარსების დღიდან ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი პატივი და ღირსება იყო, დღემდე ასეა და ყოველთვის ასე იქნება! ქვეყანა კი გააგრძელებს განუხრელ სვლას დასავლეთისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ და ამ პროცესს ვეღარაფერი შეაფერხებს, ამის მყარი საფუძველი უკვე ჩაყრილია!“ - წერს მდინარაძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |