თაკო ჩარკვიანი - ხარვეზებით და „ხვრელებით“ სავსე, არასრულფასოვან დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
756 22 აპრილი 2021, 17:43

ხარვეზებით და „ხვრელებით“ სავსე, არასრულფასოვან დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ კოლეგა ოპოზიციონერი ციხეში ჩატოვეთ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„აი, მართლა რას, როდის და როგორ მოაწერეთ ხელი?! ახლა ამბობთ, რომ არ იცოდით, „თვალებისდამთხრელებსაც“ რომ შეეხებოდათ ამნისტია!!!!!!!!! დროზე ადრე – ნაადრევად, ხარვეზებით და „ხვრელებით“ სავსე, არასრულფასოვან დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ კოლეგა ოპოზიციონერი ციხეში ჩატოვეთ ისე, რომ არც კი გცოდნიათ თურმე რას აწერდით ხელს, რადგან მშვენივრად იცოდით, რომ ამნისტიას, რომელიც „თვალებისდამთხრელებს“ შეეხება, ხალხი და თავად დაჭერილი პოლიტიკოსი მელია არ დათანხმდება (ამ თქვენმა უპრინციპო და ნაადრევმა მოქმედებამ დიდი ზიანი მიაყენა პროცესს). რომ „შევარდნილიყავით“ ეს ხომ ზუსტად იცოდით, როგორ „მოგეხერხებინათ“, ისედაც ფაქტიურად იშლება მარტივმამრავლებად ეს „რუსული ოცნება“ და თქვენ ჩამოშლილ კედლებს, თქვენი ანგარებიანი გათვლით და კონფორმიზმით გასამაგრებლად ამოუდექით. უბრალოდ, ერთი ვერ გათვალეთ, ბატონო კოლეგებო, ქვითკირის არ არის ეგ კედლები, თაბაშირნარევი ჩალაა და მათთან ერთად ჩამოიშლება! პოლიტიკა, ღირებულებების, კანონი, სამართლის და სწორად პოლიტიკური დროის აღქმაა. მოლაპარაკების მაგიდასთან რომ ზიხარ, ცოტა მეტი რომ უნდა წამოიღო შენი სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის, ის არის და არა მხოლოდ „კომპრომისების ხელოვნება“ (თან კომპრომისსაც გააჩნია), რომელსაც კვლავ საკუთარი კეთილდღეობისთვის გეგმავთ-დაგეგმეთ და არა ამ ქვეყნისთვის!!!!!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი