თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას პასუხობს - თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1042 22 აპრილი 2021, 22:43

"ხინკალზე დავნიძლავდითო", - თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ - თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარტია „გირჩის“  ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება.

როგორც ჩარკვიანი „ფეისბუქზე“ წერს, სასჯელია, როცა „საკანონმდებლო ორგანოში „ხინკალზე ნიძლავის“ იქით ვერ მიდიან“.

„ღმერთო, ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში, ანუ, კანონები, ვინც უნდა მიიღოს, "ხინკალზე ნიძლავის" იქით ვერ მიდიან, ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას ნიძლავი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ "ესენი " ყველანი პარლამენტში" შევლენ თუ არაო , "ესენი" ანუ „ნაცმოძრაობა“ , მე -„კანონი და სამართალი“, შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტები“,“ევროპული“, ელენე ხოშტარია.

"ხინკალზე დავნიძლავდითო" თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ (გამიხარდა, ხინკალს თუ ჭამდა, არ ვიცოდი), ღმერთო რა, ამდენი "კანონდებილი" მართლა სასჯელია. თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი“, - წერს ჩარკვიანი.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიის „კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ. როგორც ხვიჩია აცხადებს, მას და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი აქვთ დადებული ამტემაზე. 

„მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ასე ვამბობ მე, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე”, - განაცხადა ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემში „360 გრადუსი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი