მეუფე სტეფანე - ხშირად ხდება ფაქტების დამახინჯება და უტრირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
526 25 აპრილი 2021, 15:31

სალხინოში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მეუფე სტეფანემ მრევლი დალოცა და მათ სიტყვით მიმართა. ქადაგებისას მან შენდობა ითხოვა, განაცხადა, რომ მის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს. მან მხარეებს სიმშვიდისკენ და გონს მოსვლისკენ მოუწოდა.

მეუფე სტეფანეს განცხადებით, ჟურნალისტების მიერ ხშირად ხდება ფაქტების დამახინჯება და უტრირება.

„ჯორჯ ორუელის წიგნში რომ არის „სიმართლის სამინისტრო“, აი, ეგ „სამინისტრო“ მუშაობს ჩვენთან - ყველა დეზინფორმაცია სიმართლედ საღდება. ჩვენ ხომ გვიწოდებენ „რუსეთუმეებს“? წაიკითხონ „რუსეთუმე“ მწერლის, ჯორჯ ორუელის წიგნი „1984“ და დაინახავთ, როგორი ცხოვრების წესია დღეს დაკანონებული - "შუშისთვალება" ინფორმაციებით. ის, რაც დღეს ხდება, არის იდეოლოგიური შეტევა მორწმუნე საზოგადოებაზე, რათა ჩვენ რწმენა დაგვაკარგინონ. ნუ გეშინიათ, უფალი ჩვენთან არის. ჩვენ არასდროს არავის მოვუწოდებთ ჩვენი მხარდაჭერისკენ და ძალადობისკენ. ჩვენ მოგიწოდებთ უფალთან ყოფნისკენ. ამას "შუშის თვალები" ვერასდროს მიხვდება - რას ნიშნავს, როცა სულიერი განწყობა გაქვს

აწი, მათ წერილობით მომმართონ კითხვებით და მეც წერილობით ვუპასუხებ. დაწერონ რაც უნდა, იგნორს არ გავუკეთებ, დავწერ წერილობით და ვუპასუხებ. ყველაფერზე გავცემ პასუხს, ოღონდ წერილობით. კამათის კულტურა არ არსებობს. შენდობისთვის და ცოდვებზე სასაუბროდ თუ მოვა ვინმე, გამოვუყოფ დროს. სხვა მხრივ, ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად კათალიკოს-პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

„მინდა, უწმინდესს მივულოცო ბზობის დღესასწაული. ღმერთმა ძალა მისცეს. რაც ჩვენ მოგვითმენია, ზღვაში წვეთია მასთან შედარებით, რასაც ის ითმენს. მალე 45 წელი გახდება, რაც ის ტვირთულობს პატრიარქობის ჯვარს. ვთხოვ, დაგვლოცოს“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა მეუფე პეტრეს მხარდამჭერი სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.





სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
არქივი