ნოდარ ოდიშელიძე - 100 წლის შემდეგ იგი უბრუნდება სამშობლოს, დღეს დადგა დღე, რომელსაც ის მთელი ცხოვრება ნატრობდა და ვერ მოესწრო თავის სიცოცხლეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 22 მაისი 2021, 11:55

100 წლის შემდეგ იგი უბრუნდება სამშობლოს და დღეს დადგა დღე, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ნატრობდა, – ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა ნოდარ ოდიშელიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გენერალი კვინიტაძე, მთავარსარდალი ყოველთვის ეკუთვნოდა თავის ერს, რომლის დამოუკიდებლობისთვისაც ის იბრძოდა.

„ჩემთვის ეს უზარმაზარი ემოციაა, რადგან მოგეხსენებათ, კვინიტაძე, მთავარსარდალი ეკუთვნოდა თავის ერს, რომლის დამოუკიდებლობისთვისაც ის იბრძოდა და არ შეიძლება, რომ ეს ემოცია არ გეუფლებოდეს მის შთამომავალს, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომ 100 წლის შემდეგ იგი უბრუნდება სამშობლოს. დღეს დადგა დღე, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ნატრობდა და ვერ მოესწრო თავის სიცოცხლეში“, – განაცხადა ნოდარ ოდიშელიძემ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ.

22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი, გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი