„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. ისინი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად ახალ რეალობას ასახელებენ და ამბობემ, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებიან, მანამდე კი „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს შეუქმნიან.
მათ შეფასება ყოფილი თანაგუნდელის ირაკლი ჩავლეიშვილის უმაღლეს საბჭოში შესვლის გამო მომხდარ ინციდენტზეც გააკეთეს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი გადააყარეს და მოღალატეს უწოდებდნენ. ფაქტი უხერხულობას არ უქმნის პარტიას, გიორგი კირთაძის თქმით, ჩავლეიშვილს არა ნაგავი, არამედ გაყალბებული ბიულეტენები გადააყარეს. მისივე განმარტებით, ჩავლეიშვილმა თავის დროზე საკანონმდებლო ორგანოში შესვლით გუნდს უღალატა. მედეა ვასაძე კი პროტესტის ამ ფორმას ემიჯნება.
„ქართული ოცნების“ წევრმა დავით ბაციკაძემ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პუფი დაახვედრა. ამით ნიკას მელიას განცხადება შეახსენა. ბაციკაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი დესტრუქციაა და ისინი დისკომფორტს ვერ შეუქმნიან.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა. ბარიერი ორმა პარტიამ გადალახა. 14 მანდატი „ქართულ ოცნებას“ ხოლო 7 კი გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |