ვატო ყიფიანი - ერთ საათში გადაწყდა, რომ მე ვარ მკვლელიც, დამკვეთიც და ყველაფერიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1900 26 ივნისი 2021, 20:01

რვა საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, შემდეგ მოიტანეს საქმე, რომელზეც ჩვენება მაქვს მიცემული, თურმე ერთ საათში გადაწყდა, რომ მე ვარ მკვლელიც, დამკვეთიც და ყველაფერიც, - ამის შესახებ განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, აეროპორტში განუცხადეს, რომ მისი ყოფნა საქართველოში სასურველი არ იყო, თუმცა წასვლა არ ისურვა და ქვეყანაში დარჩა.

„აეროპორტში დიდი ხნით უსაფუძვლოდ ვიყავი დაკავებული, 8 საათზე რატომ მოხდა ჩემთვის ბრალის წაყენება ვერ გავიგე. ჩამოვფრინდი 13:00 საათზე, დამხვდნენ საზღვართან და 20:00 საათამდე ველოდებოდით. 8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, შემდეგ მოიტანეს საქმე, რომელზეც ჩვენება მაქვს მიცემული. თურმე ერთ საათში გადაწყდა, რომ მე ვარ მკვლელიც, დამკვეთიც და ყველაფერიც. მითხრეს, რომ ამ ეტაპზე ჩემი ყოფნა საქართველოში არ იყო სასურველი, მაგრამ არსად არ წავედი, საქართველოში დავრჩი”, - აღნიშნა ვატო ყიფიანმა.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი
კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით
კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს
ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენი სურვილია, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები და გამოჩნდა, რომ მათი სურვილიცაა
არქივი