შვილმკვდარი მამის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა - ლადო ბოჟაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
835 30 აგვისტო 2021, 18:37
„მხოლოდ შვილმკვდარი მამის საკითხის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა, ,,ქართულ ოცნება"-ს ,,ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით ებრძვის, ყოჩაღ გიორგი, ამას თვით ხერხემალი მერაბიშვილიც კი ვერ მოიფიქრებდა“ - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც ჩანს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ალეკო ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს კონვერტს გადასცემს. 

ბოჟაძის თქმით,  შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და უსწრაფესად გაეცეს პასუხი კითხვებს - რა იდო კონვერტში, არის თუ ეს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, რატომ გადაწყვიტა შვილმკვდარმა მამამ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერ-მინისტრის ოჯახს.

„მხოლოდ შვილმკვდარი მამის საკითხის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა, ,,ქართულ ოცნება"-ს ,,ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით ებრძვის, ყოჩაღ გიორგი, ამას თვით ხერხემალი მერაბიშვილიც კი ვერ მოიფიქრებდა. 
იქნებ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ და უსწრაფესად გაეცეს პასუხი კითხვებს: რა იდო კონვერტში, არის თუ ეს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, რატომ გადაწყვიტა შვილმკვდარმა მამამ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერ-მინისტრის ოჯახს, ოჯახს რომელსაც მტერიც კი არ ეხება! 

ძალიან სამწუხაროა პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით მოქმედება, ძალიან სამწუხარო. დაველოდოთ გამოძიების შედეგეგბს, თორემ არჩევნების შედეგები უკვე ადვილი გამოსაცნობია „ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი