484
08 იანვარი 2020, 12:57
BBC-ის ცნობით, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 1978 წელს ფეჰლევიანების დინასტიის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ირანელ მოსახლეობას მიმართა და ირანის მიერ ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ისაუბრა.
"წუხელ, ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით, როდესაც საქმე კონფრონტაციას ეხება, ამგვარი სამხედრო მოქმედება საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მავნე ყოფნა აქ უნდა დასრულდეს" - ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას სულიერმა ლიდერმა, რაზეც პასუხად მიიღო ახლა ირანში ყველზე პოპულარული ფრაზა: „სიკვდილი ამერიკას“.
წუხელ, ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლა.
თეირანის განცხადებით, მათ ამერიკულ ბაზებს 30 ბალისტიკური რაკეტა ესროლეს და ეს იყო შურისძიება გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო შურისძიება.
ირანის სარაკეტო შეტევა ერაყში მდებარე აშშ-ს ბაზებზე:
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |