287
30 სექტემბერი 2021, 19:50
თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მედია საშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |