თბილისში გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1405 13 იანვარი 2020, 14:05

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია იწყება.

კამპანია, რომელიც სააღმზრდელო წლის განახლებასთან ერთად, 15 იანვარს დაიწყება, გულისხმობს მშობლებისთვის საინფორმაციო ფურცლების დარიგებას, რომლებზეც დატანებული იქნება ინფორმაცია გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ.

მისივე ინფორმაციით, ბაღის შენობაში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორიც, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება.

ბაღში ყოფნის დროს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი აღმზრდელი, ჯანდაცვის კოორდინატორთან კონსულტაციის საფუძველზე, მშობელს დაუკავშირდება და ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანას მოსთხოვს.

კახა გვანცელაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა უმრავლესობას გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეკლა გერსამია ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო - მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შსს - აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, სადიგოვი დაკავებულია საქმის დროულად განხილვის მიზნით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბანში ცხოველური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ში ირანის რევოლუციური გვარდიის გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება
არქივი