დესტაბილიზაციისთვის, რევოლუციისთვის, სააკაშვილისთვის, ერთ ელენე ხოშტარიას კი, არა მრავალსაც გაისტუმრებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
681 09 ნოემბერი 2021, 17:49
„ძალიანაც ნუ გაიკვირვებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვიღაც ვიღაცეები ელენე ხოშტარიას მოწამვლას აპირებენ, გაიხსენეთ რამდენი ადამიანი ჰყავთ განწირული ნაციონალებს მმართველობის დროს“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის გამოხმაურებებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. 

მისი თქმით, თუ საჭიროდ ჩათვლიან, დესტაბილიზაციისთვის, რევოლუციისთვის, სააკაშვილისთვის ერთ ელენე ხოშტარიას კი არა მრავალსაც გაისტუმრებენ.

,,ძალიანაც ნუ გაიკვირვებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვიღაც ვიღაცეები ელენე ხოშტარიას მოწამვლას აპირებენ, უბრალოდ გაიხსენეთ რამდენი ადამიანი ჰყავთ განწირული ნაციონალებს მმართველობის დროს, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე 2008 წლის ომის დროს, სასიკვდილოდ მიტოვებული სამხედროები და დახოცილი ბიჭების ცხედრები. ასე, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან, დესტაბილიზაციისთვის, რევოლუციისთვის, სააკაშვილისთვის ერთ ელენე ხოშტარიას კი არა მრავალსაც გაისტუმრებენ. სიფრთხილე მართებს საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც’’ - წერს ნიკოლეიშვილი  faceebok-ის გვერდზე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი