ირაკლი ლატარია ლომჯარიაზე: უხადოს ენმ-მა ხელფასი და ჰყავდეს, ჩვენ ავირჩიოთ სხვა ვინმე სახალხო და არა - სა ნაციონალო თავმჯდომარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
695 20 ნოემბერი 2021, 15:05
„ჯერ მარტო შეხედეთ აღნიშნულ ფაქტს, ქალი ინტერესდება ნაცების მიერ შექმნილი ჯგუფით, რომელიც მიმართულია ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.“- ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შექმნილ ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორიც მარიამ გეგუჩაძეა და ითხოვს შეიქმნას კონსილიუმი, შეფასდეს კობახიძის მდგომარეობა, რის შემდეგაც ის გადაყვანილი უნდა იყოს, შესაბამის დაწესებულებაში, ან უბრალოდ სადმე შორს.
ლატარია მიიჩნევს, რომ ნინო ლომჯარია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემებით არის დაკავებული და მათთან შეთანხმების გარეშე არაფერს აკეთებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირადი დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნაცებზე და მათ პრობლემებზეა ორიენტირებული, როდემდე უნდა გვაჯდეს თავზე? როგორმე ეგ ადამიანი რომ ჩამოვაშოროთ თანამდებობას არ შეიძლება? ჯერ მარტო რამხელა ხარჯია მისი და მისი დაქალების შენახვა და ამ დროს, ქალი არ იცავს ცოცხალი თავით არავის, თუ არ აქვს ენმ-იდან თანხმობა. უხადოს ენმ-მა ხელფასი და ჰყავდეს, ჩვენ ავირჩიოთ სხვა ვინმე სახალხო და არა - სა ნაციონალო თავმჯდომარე. ჯერ მარტო შეხედეთ აღნიშნულ ფაქტს, ქალი ინტერესდება ნაცების მიერ შექმნილი ჯგუფით, რომელიც მიმართულია ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. ლომჯარია ირაკლის ვერაფერს დააკლებს, მაგრამ კარგია რომ ამ ფაქტით უკვე ნათლად დასტურდება ის, რაზეც მუდამ ვსაუბრობდით. ლომჯარია არის იგივე მუხაძე და ქარდავა, ლომჯარია მხარეა.“- წერს ლატარია Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი