პოროშენკო, რომელსაც ბრალი ედება სამშობლოს ღალატში ბევრად უფრო ვაჟკაცი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესის ყოფილი გუბერნატორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
577 18 იანვარი 2022, 12:38

მან პირდაპირ შეუთვალა ზელენსკის 17-ში მოვდივარ და ყველა ბრალდებას თავად გავცემ პასუხსო. ნამდვილად არ ვიცი, როგორ არის მომზადებული ან ბრალდების, ან დაცვის მხარე, მაგრამ ის ნაბიჯი რაც პოროშენკომ გადადგა, გაცილებით ღირსეულია, ვიდრე არაჟნით სავსე კონტეინერით შემოპარვა.” - ასე აფასებს ექსპერტი გია გაბრიჭიძე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნების საკითხს.

როგორც გაბრიჭიძე წერს, პოროშენკოს დაბრუნება უკრაინაში ბევრად ღირსეულია, მიუხედავად მისი ბრალდებისა, ვიდრე არაჟნით სავსე კონტეინერით ქვეყანაში შემოპარვა. ,

,ყოველგვარი ისტორიულ-ლიტერატურული შედარებების გარეშე ვიტყვი, რომ პოროშენკო, რომელსაც პირდაპირ ედება ბრალი სამშობლოს ღალატში ბევრად უფრო ვაჟკაცი აღმოჩნდა, ვიდრე მის მიერ დანიშნული ოდესის ყოფილი გუბერნატორი. მან პირდაპირ შეუთვალა ზელენსკის 17-ში მოვდივარ და ყველა ბრალდებას თავად გავცემ პასუხსო. ნამდვილად არ ვიცი, თუ როგორ არის მომზადებული ან ბრალდების, ან დაცვის მხარე, მაგრამ ის ნაბიჯი რაც პოროშენკომ გადადგა, გაცილებით ღირსეულია, ვიდრე არაჟნით სავსე კონტეინერით შემოპარვა, რომელიც ქვეყნის ყოფილ პირველ პირს, "თანამედროვე აღმაშენებელს და ჯორჯ ვაშინგტონს", ნამდვილად არ ეკადრება. და ბოლოს - სამწუხაროდ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკოს სიტყვა, რომელსაც ის სასამართლოზე წარმოთქვამს, ბევრად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც ოდესის ყოფილი გუბერნატორისგან მოვისმინეთ.” - წერს გაბრიჭიძე facebook -ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი