როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, პოროშენკოს უკრაინის პოლიტიკურ მომავალში პერსპექტივები უდავოდ შეუნარჩუნდება, სააკაშვილისაგან განსხვავებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
544 18 იანვარი 2022, 12:40

პეტრო პოროშენკოს აზრადაც არ მოუვიდოდა პოლონური ვაშლით დატვირთული ტრაილერით, ან ფეკალური მასების გადამზიდავი ცისტერნით უკანონოდ დაბრუნებულიყო უკრაინაში, სადაც ამ ეტაპზე თავისი პარტიის და პიროვნული რეიტინგების მიხედვით, პოლიტიკურ ველზე გამოკვეთილ ლიდერს წარმოადგენს. ის ჩამოფრინდა ჩვეულებრივი ავიარეისის ეკონომ/კლასით, გაიარა სასაზღვრო პროცედურები, გამოცხადდა სასამართლოში და ხვალეც გააგრძელებს გადატანილ პროცესში მონაწილეობის მიღებას - ქვეყნის კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და სასამართლოს მიმართ თავისი უპირობო პატივისცემის ნიშნად.- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები - პოროშენკო პოლიტიკოსის იმიჯს შეინარჩუნებს და უკრაინის პოლიტიკურ მომავალში მას პერსპექტივები უდავოდ შეუნარჩუნდება, სააკაშვილისაგან განსხვავებით.

„დამოუკიდებელი უკრაინის ისტორია დღესდღეობით მოიცავს ექვს პრეზიდენტს, საიდანაც სამი - ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშენკო ამჟამადაც ქვეყნის საექსპერტო წრეების მოქმედ და აქტიურ წევრებს წარმოადგენენ. სააკაშვილის მიერ საქართველოს "ბრწყინვალების ორდენით" დაჯილდოვებული და შემდგომ მისივე მონაწილეობით, უკრაინიდან გაძევებულ ვიქტორ იანუკოვიჩს ამჟამად ძებნილის სტატუსი აქვს. დღევანდელი პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკია, ხოლო მისი წინამორბედ პეტრო პოროშენკოს მიმართ - ქვეყნის სასამართლოს მიერ, ამჟამად "სახელმწიფო ღალატში" უმძიმესი ბრალი აქვს წაყენებული.
საინტერესო დეტალი: ნათელ/მირონობის მიუხედავად, ვიქტორ იუშენკომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა სააკაშვილის იმჟამინდელ მტერ, პეტრო პოროშენკოს ღიად დაუჭირა, რითაც თავის "სულიერ ნათესავს" სილა გააწნა. რაც შეეხება თავად პოროშენკოს, მან ევროპიდან სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღო და მისი ეს ნაბიჯი, გვინდა თუ არ გვინდა - საინტერესო ანალოგების გავლების საშუალებას გვაძლევს.
პეტრო პოროშენკოს აზრადაც არ მოსვლია, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, თავის სამშობლოზე, მის მოქალაქეობაზე უარი ეთქვა, უამრავ ვიდეო/რგოლში საკუთარ ეროვნულ იდენტობაზე - მე "უკრაინელი არა ვარო" - განეცხადებინა. რომელიმე ქვეყნისთვის თავი შეეფარა იქაური მთავრობის მრჩევლის რანგში, ან იმ ქვეყნის ტერიტორიიდან საკუთარ სამშობლოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მიეღო მონაწილეობა.
პეტრო პოროშენკოს აზრადაც არ მოუვიდოდა პოლონური ვაშლით დატვირთული ტრაილერით, ან ფეკალური მასების გადამზიდავი ცისტერნით უკანონოდ დაბრუნებულიყო უკრაინაში, სადაც ამ ეტაპზე თავისი პარტიის და პიროვნული რეიტინგების მიხედვით, პოლიტიკურ ველზე გამოკვეთილ ლიდერს წარმოადგენს. ის ჩამოფრინდა ჩვეულებრივი ავიარეისის ეკონომ/კლასით, გაიარა სასაზღვრო პროცედურები, გამოცხადდა სასამართლოში და ხვალეც გააგრძელებს გადატანილ პროცესში მონაწილეობის მიღებას - ქვეყნის კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და სასამართლოს მიმართ თავისი უპირობო პატივისცემის ნიშნად.
მის მიმართ ნებისმიერი ტიპის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში - პოროშენკოს მხრიდან რაიმე სამარცხვინო, ისტერიული, ფსიქოპატიური, ჯამბაზური, შეურაცხადი, ფსიქიკური აშლილობის შემცველი, ერისა და სახელმწიფოს შეურაცმყოფელი პერფორმანსების ჩატარება უდიდესი ალბათობით შეიძლება გამოვრიცხოთ. ამიტომ - როგორ არ უნდა განვითარდეს მოვლენები - პოროშენკო პოლიტიკოსის იმიჯს შეინარჩუნებს და უკრაინის პოლიტიკურ მომავალში მას პერსპექტივები უდავოდ შეუნარჩუნდება. სააკაშვილისაგან განსხვავებით“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი