ლევან ნიკოლეიშვილი: პოროშენკოც დაბრუნდა და სასამართლო პროცესზე უწევს ყოფნა, ოღონდ, რამხელა განსხვავებაა სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის - მას არც თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე უთქვამს უარი, და არც არსაიდან შეპარულა მის ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
617 18 იანვარი 2022, 12:54
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის და უკრაინის ყოფილი პრეზიტენტის პოროშენკოს დაბრუნების გზებს ერთმანეთს ადარებს და წერს, რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა. 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილი სავსებით სამართლიანად საპატიმროში ამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას.
,,მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, თავს უფლებას არ მივცემ თუნდაც აქედან ჩავერიო მათ შინაურ საქმეებში ცალკეული მოსაზრებები გამოვთქვა, დაე, მათ თვითონ გადაწყვიტონ ის, რაც სამართლიანია და მისაღები მათივე სახელმწიფო ინტერესებისთვის. თუმცა ერთი რამე, რომ არ აღვნიშნოთ არაფრით არ შეიძლება: პოროშენკოც დაბრუნდა, ისიც ყოფილი პრეზიდენტია და მასაც სასამართლო პროცესზე უწევს ყოფნა, მსჯავრის გამოტანამდე, ოღონდ, რამხელა განსხვავებაა სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, მას არც თავის ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეობაზე უთქვამს უარი, და არც არსაიდან არ შეპარულა მის ქვეყანაში- ოფიციალურად ბილეთი აიღო და ჩაფრინდა, და სასამართლოშიც თავის ფეხით მივიდა, დანარჩენი კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათი შინაური საქმეა. რაც შეეხება სააკაშვილს, ჯერ გავიხსენოთ, თუ როგორ თქვა უარი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე, როგორ შემოიპარა, არაჟნების კონტეინერთან ერთად, და რა სამარცხვინო სანახაობები მოაწყო, ხან „50 დღიანი შიმშილობები“, ხან „გულის წასვლები,“ თან მისმა ტელევიზიებმა რა სიამაყით აცნობეს საზოგადოებას ხან მისი დიარეას და ხანაც ვერ მოშარდვის ამბები, იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ რა რევოლუციურ და არეულობის გეგმებს აგზავნის საპატიმროდან, სასამართლო პროცესზე მის გამოსვლებზე კი აბა რა უნდა ვთქვათ, ხან ცოლყოფილის სანდრას დაპატიმრებას ითხოვს ხანაც კი ზვიად გამსახურდიას. ერთი კი ფაქტია, რომ თავის დროზე პრეზიდენტი აბსოლუტურად გაკოტრებული, სავსებით სამართლიანად საპატიმროში ამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას.” - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩერგოლეიშვილი ანდჟეი პოჩობუტის განცხადებაზე: ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა - ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და “მიშისტივააარ” ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია
დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ომის ფასი ორივე მხარისთვის უკიდურესად მაღალი აღმოჩნდა იმ მასშტაბთან შედარებით, რაც ფრონტის ხაზის ფაქტობრივმა ცვლილებებმა მოიტანა
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
არქივი